თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე

ნახვები: 626 ვოლოდიმირ ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელს გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დიდი ხანია, გადაწყვეტილებას საჭიროებს. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი. ადამიანი თუ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე დამოკიდებულია მისი სიცოცხლე, ეს ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწრაფო მიმართვა წარადგინეს, რათა უზრუნველყონ ის შესაბამისი მკურნალობით. და როგორც ჩანს, ეს არის მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა