პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

დმიტრო კულება - 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით

ნახვები: 659 დმიტრო კულება - 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით

საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა – მოსკოვი სასტიკ თავდასხმას ერთი მეორის მიყოლებით ახორციელებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახლა აუცილებელია, ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთი საფრთხეს უქმნის, შეიმუშაონ საერთო გეგმა ნატო-ში ინტეგრაციისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ნატო-ს ზღვა, ის, რაც უკვე გახდა ბალტიის ზღვა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი ხდებოდა მანიაკი, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა ამ მანიაკის გაბედნიერება იყო“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ვილნიუსში ნატო-ს მოახლოებული სამიტი არის სწორი დრო, რომ გამოსწორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა