რომის პაპი - უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა
დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ნაპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა

13.04.2023 ნახვები: 625

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

„სან სიროზე“ გამართულ შეხვედრაში ნეაპოლელებს ფორვარდები, ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე დააკლდათ, ლუჩანო სპალეტიმ შემადგენლობაში ჯაკომო რასპრადორის დაყენებაც ვერ გარისკა და ცენტრალურ თავდამსხმელად ელიფ ელმასი ვიხილეთ.

ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა და „მილანი“ გადაარჩინა. ხვიჩამ მე-10 წუთზეც სცადა კარის აღება და მცველისგან ბურთი კუთხურზე გავიდა.

„მილანმა“ პირველი რეალური საგოლე შანსი რაფაელ ლეაოს თამაშის შემდეგ შექმნა, მაგრამ პორტუგალიელმა კარს ააცილა, მაგრამ მასპინძლებმა მე-40 წუთზე ანგარიში მაინც გახსნეს. ბრაჰიმ დიასის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ისმაელ ბენასერმა გოლით დააგვირგვინა და „მილანმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.

„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 50-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. ხვიჩას გადაცემის შემდეგ ელიფ ელმასის დარტყმული ბურთი „მილანის“ მეკარემ, მაიკ მენიომ მოიგერია. 74-ე წუთზე კი „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა, არბიტრმა ფრანკ ზამბო ანგისას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მალე ყვითელი ბარათი კორეელმა კიმ მინ ჯემ მიიღო და განმეორებით მატჩს ისიც გამოტოვებს, რაც რთულ საკადრო მდგომარეობაში მყოფი ნეაპოლელების საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ათი კაცით დარჩენილი „ნაპოლი“ შეეცადა, მთელი ძალები კარის დაცვაზე გადაეტანა, რათა უფრო დიდი ანგარიშით არ წაეგო, ლუჩანო სპალეტიმ 81-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.

საოცარია, რომ კაცნაკლულ „ნაპოლის“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ორჯერ ჰქონდა, მაგრამ ჯოვანი დი ლორენცოსა და მატიას ოლივერას დარტყმები არაზუსტი გამოდგა.

საბოლოოდ, „მილანმა“ 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრამდე, რომელსაც „ნაპოლი“ უმასპინძლებს, მცირე უპირატესობა მიიღო. ლუჩანო სპალეტის გუნდი „როსონერის“ „სტადიო მარადონაზე“ 18 აპრილს მიიღებს.

 1tv.ge

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა