თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ზურაბ ჩხაიძე - „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს

ნახვები: 624 ზურაბ ჩხაიძე - „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს

ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „იმედს“ განუცხადა.

როგორც ზურაბ ჩხეიძემ განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყოველთვის ხდება ლაბორატორიული კვლევის შედეგების გადამეორება.

„ამჯერადაც გავიმეორეთ ყველა ანალიზი, განსაკუთრებით მის ძირითად დაავადებებთან უკვე რაც გვქონდა გამოტანილი და რაც შედის კვლევის პაკეტში, მათ შორის გაგზავნილი იყო ანალიზი სისხლში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან და ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც ვიკვლევდით, არის ნორმის ფარგლებში, ნორმის ქვედა ზღვარზე უფრო ქვემოთ. მაისშიც გვქონდა გაგზავნილი მსგავსი ანალიზი და ეს ანალიზი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ნორმა იყო მაშინ, ნორმა არის დღესაც, მაგრამ ზოგიერთი მეტალის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირებულია. ეს მიუთითებს, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლას, ყოველ შემთხვევაში, მწვავე მოწამვლას მასთან ადგილი არ აქვს. მეტალებით შემცველობა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც, დაბინძურებული გარემოს პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს რაღაც პროცენტული რაოდენობა. ეს მეორედ შესრულებული კვლევაა და ინტოქსიკაციის, მოწამვლის არანაირი ნიშანი ამ ანალიზით არ დასტურდება“, – აცხადებს ჩხაიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა