დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია

11.04.2023 ნახვები: 566

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, დაამშვიდონ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და კიევში იმედგაცრუებული და დაბნეული მოკავშირეები უკრაინაში ომისა და სხვა გლობალური საკითხების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ.

როგორც „პოლიტიკო“ ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა საიდუმლო მასალების გაჟონვის შესახებ ამერიკული დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს, რათა დოკუმენტების გასაჯაროების გამო მათი შეშფოთება გაექარწყლებინათ.

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო კავშირის წევრებმა მიმართეს ვაშინგტონს ბრიფინგების მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

ამავე დროს, ლონდონში, ბრიუსელში, ბერლინში, დუბაისა და კიევში ოფიციალური პირები ვაშინგტონს სთხოვენ ახსნას, თუ როგორ აღმოჩნდა საიდუმლო ინფორმაცია ინტერნეტში, ვინ აგებს პასუხს დოკუმენტების გაჟონვაზე და რას აკეთებს აშშ სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის წასაშლელად. გარდა ამისა, ისინი სვამენ კითხვას, მიმართავს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ზომებს, რომ მომავალში სადაზვერვო მონაცემების გაჟონვა არ მოხდეს.

ამერიკული მხარის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიებას აწარმოებს და ცდილობს, დაადგინოს გაჟონვის მასშტაბი.

„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინა უკვე დიდი ხანია, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის აშშ-ს უზიარებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება.

„ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ უკრაინელები ამაში აბსოლუტურად მართალი იყვნენ“, – აღნიშნავს „პოლიტოკოსთან“ საუბარში ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი.

გამოცემის ცნობით, ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ გამოასწორებს ვაშინგტონი იმას, რასაც მთელ მსოფლიოში ოფიციალური პირები ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთ უდიდეს საჯარო დარღვევად მიიჩნევენ „ვიკილიქსის“ მიერ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ.

 1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა