ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას, გთხოვთ, პატივისცემით მოიხსენიოთ მოსამართლეები

ნახვები: 478 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას, გთხოვთ, პატივისცემით მოიხსენიოთ მოსამართლეები

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე.

„მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, რომ მე მქონდა შეხვედრა ნინო ქადაგიძესთან, მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევისგან – როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის, ყველასთვის, მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება ყოველგვარი ჩარევისგან, ზემოქმედებისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ვისწრაფვით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: „აშშ-სგან იცავთ სასამართლოს? ვისგან სჭირდებათ დაცვა?“

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გააკეთებს მაქსიმუმს, რათა სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან.

„ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ დიდი პატივისცემით და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, და კიდევ ერთხელ, გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტული, კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს, ეს ერთი; მეორე, მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში, ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ნატო-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს, მაშინ იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან, როგორც მთავრობის თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მგონი, ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გააკეთა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა