მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-მა გამოძიება დაიწყო

ნახვები: 469 პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-მა გამოძიება დაიწყო

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გავრცელებული ცნობით, ასობით დოკუმენტი, რომლებიც აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს, სოციალურ პლატფორმებზე გავრცელდა.

ანონიმურობის პირობით სამმა მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ამ გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, პრორუსული ელემენტები დგანან.

დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე პერიოდით არის დათარიღებული და გრიფით საიდუმლოა, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდებასა და გრაფიკზე.

ანონიმური წყაროს თქმით, აღნიშნული დოკუმენტები რედაქტირებულია და მათში რუსული მხარის მსხვერპლის რიცხვი გამიზნულად არის შემცირებული. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში დაღუპული რუსი სამხედროები რიცხვი 16 ათასიდან 17 500-მდეა დასახელებული, მაშინ როდესაც აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებებში 200 ათასს დაღუპულზე საუბრობს.

უკრაინა მისი მხრიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ბოლო წლებში რუსული სპეცსამსახურების ყველაზე წარმატებული ოპერაციები ფოტოშოპში ხორციელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, ეს დოკუმენტები შეიცავს დიდი ოდენობით ფიქტიურ ინფორმაციას. „ეს არის რუსული დაზვერვის მიერ ოპერაციული თამაშების სტანდარტული ელემენტები და მეტი არაფერი“, – აცხადებს პოდოლიაკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა