მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ბახმუტის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება

ნახვები: 546 ბახმუტის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 40-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს,“ - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალები შტურმს განაგრძობენ და ქალაქზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობენ. სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ქვეყნის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს.

საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღის განმავლობაში 6 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს. გარდა ამისა, გაანადგურეს 3 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი („Orlan-10“, „Supercam“ და „Lancet-3“). უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, საწვავი და საპოხი მასალების 2 საცავსა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა