თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი წარადგინა

ნახვები: 629 ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიაში ახალი წევრები წარადგინეს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ახალი წევრი, ზაზა გოგავა სამდივნოში დაიკავებს ადგილს, მამუკა ყურაშვილი კი თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში.

როგორც ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ახალი წევრების წარდგენა პარტიის გაძლიერებას ემსახურება.

„ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში დაიკავებენ საკვანძო ადგილებს. გააძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ზაზა გოგავა დაიკავებს ადგილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნოში, მამუკა ყურაშვილი კი დაიკავებს მაღალ თანამდებობას თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა