თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

ნახვები: 627 რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის ცენტრში წინ მიწევენ და ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამგვარად, ინსტიტუტის ანალიტიკოსები ადასტურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ.

ამასთან, პრიგოჟინი აღიარებს, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ძალები რჩებიან.

„ომის შესწავლის ინსტიტუტში“ ვარაუდობენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები გააგრძელებენ ბახმუტის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის გამყარებისა და ქალაქის დასავლეთით სვლის მცდელობებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელი სერგეი ჩერევატი ამბობს, რომ რუსეთის ძალები ბახმუტის დაკავებისგან შორს არიან. მისი ცნობით, ბახმუტის ადმინისტრაციული შენობის გარშემო ბრძოლებია.

უკრაინის გენშტაბის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქ ბახმუტისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა