თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე, აქედან გამომდინარე აწუხებთ ის ვითარება, რომელიც შექმნილია კონკრეტული დაკავებულის გარშემო

ნახვები: 627 ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე, აქედან გამომდინარე აწუხებთ ის ვითარება, რომელიც შექმნილია კონკრეტული დაკავებულის გარშემო

რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე, აქედან გამომდინარე აწუხებთ ის ვითარება, რომელიც შექმნილია კონკრეტული დაკავებულის გარშემო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე და ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილე ახალგაზრდებს დევნის, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე ქმედებას.

„რეალურად საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ქმედებასთან, ხომ? მე ამ ქმედებას იურიდიულ კვალიფიკაციას ვერ მივცემ, მაგრამ ეს თავისთავად არის მძიმე ქმედება. საქმე გვაქვს პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობასთან, კონკრეტული ადამიანებისთვის ცეცხლის წაკიდებასთან. ეს არის მძიმე მოვლენა. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ დროს ცდილობენ, ამ ყველაფერს მოუძებნონ პოლიტიკური სარჩული, თავისთავად მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე. სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველის გამზირზე, აქედან გამომდინარე აწუხებთ მათ ის ვითარება, რომელიც არის შექმნილი ამ კონკრეტული დაკავებული პირის გარშემო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა