მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

„შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ“ – სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

ნახვები: 743 „შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ“ – სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ნიუ-იორკის საშემსრულებლო ხელოვნების პრესტიჟულ სასწავლებელში – ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა.

ამ სასიხარულო ინფორმაციას პიანისტი თავად უზიარებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში:

„დღეს, 2023 წლის 31 მარტს შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა!

ჩავირიცხე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში“ და სწავლას გავაგრძელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში 2023 წლის აგვისტოდან!

მინდა ყველა ადამიანს, თითოეული თქვენგანს, ჩემს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას უდიდესი მადლობა გადავუხადო“, – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა