პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილს მკვეთრი და სწორი მახვილები ჰქონდა, დღეს ძალიან საინტერესო იყო

ნახვები: 663 თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილს მკვეთრი და სწორი მახვილები ჰქონდა, დღეს ძალიან საინტერესო იყო

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღეს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო.

როგორც ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მას მკვეთრი მახვილები ჰქონდა, განსაკუთრებით, დასავლურ მიმართულებებზე საუბრისას.

„როგორც არასდროს, იმდენად მკვეთრი და სწორი მახვილები ჰქონდა. მე არასდროს მომიკლია საქართველოს პრეზიდენტისთვის კრიტიკა, მაგრამ დღეს იყო ძალიან საინტერესო და ძალიან მკვეთრი მახვილები ჰქონდა. განსაკუთრებით, როდესაც დასავლურ ღირებულებებზე საუბრობდა, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც მოვინიშნე კიდეც – ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რათა საქართველომ ევროპულ კურსს არ გადაუხვიოსო. მაშინ იმ ყველა ბერკეტში აუცილებლად უნდა შევიდეს პოლიტპატიმრების თემა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა