Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

დავით უსუფაშვილი - დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული პრეზიდენტის გამოსვლა

31.03.2023 ნახვები: 684

დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოხსნებით წარდგა.

„გაბრაზებული რითი? – არა ვინმეთი, არამედ რამეთი, გაბრაზებული იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, რომ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღწერა. ასეთ დროს შეუძლებელია, არ იყო ისევე გაბრაზებული, როგორც ის ათიათასობით ახალგაზრდა, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე და პარტიული კუთვნილების გარეშე გამოვიდა და თავისი ხმა გაგვაგონა, გაგვაგონა, რათა იქნებ, გამოვფხიზლდეთ ყველანი ერთად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს წლების განმავლობაში არ გამოუხატავს ასეთი აღშფოთება და გაბრაზება ძალიან ბევრ რამეზე.

„ახლა ინდივიდუალური არჩევნების დროა. პრეზიდენტმა პიროვნული და ინდივიდუალური არჩევანიც გააკეთა დღეს აქ ასეთი გამოსვლით და „ლელო“ მიესალმება ასეთ პოზიციას დღეს და ახლა. იყო ეს პოლიტიკურად ნეიტრალური პრეზიდენტის გამოსვლა? არა, მაგრამ იცით, რატო? იმიტომ, რომ საკითხი პოლიტიკას არ ეხება, საკითხი ეროვნულ ინტერესებს ეხება. ეს წიგნი, კონსტიტუცია რომ ჰქვია, მართლა სახელმწიფოს, დამოუკიდებელი და თავისუფალი  სახელმწიფოს კონსტიტუცია იქნება, თუ ისეთივე ფარატინა ქაღალდი, როგორი კონსტიტუციაც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს. ამიტომ, ეს არ არის პოლიტიკური პოზიცია, ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და ყველას მივმართავ, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს,  ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს, დავანებოთ თავი ყოველგვარ სტატუსს, სკამს, რეგალიებს და როგორც მოქალაქეები დავფიქრდეთ, სად უნდა ვიყოთ დღეს და ახლა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ამიტომ, მე აღარ ველაპარაკები ხელისუფლებას, მე ველაპარაკები კონკრეტულ ინდივიდებს, ყველას აქვს ინდივიდუალური არჩევანი, გავაკეთოთ ყველამ ეს არჩევანი. ქალბატონო პრეზიდენტო, „ლელო“, თანახმაა, დღე და ღამე იშრომოს თქვენთან ერთად, სხვა სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან ერთად, რათა საქართველო ევროპის წინაშე წარდგეს უფრო სოლიდური, უფრო მომზადებული, უფრო ევროპული, ვიდრე იმ 12 პუნქტის დიახაც ფორმალურად შემსრულებელთა განზრახვაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა