ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

სალომე ზურაბიშვილი - მიზანი, რომელიც გვაერთიანებს მე და ხალხს, ჩემთვის გადამწყვეტი იყო მაშინაც, როცა წარვდექი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს არის რუსული წნეხიდან გათავისუფლება

31.03.2023 ნახვები: 795

მიზანი, რომელიც დღეს გვაერთიანებს მე და ხალხს, ჩემთვის გადამწყვეტი იყო მაშინაც, როცა წარვდექი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს არის რუსული წნეხიდან გათავისუფლება, ევროპული მისწრაფების აღსრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი და სააკაშვილის დროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი მიზანი – ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი.

„მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი იყო, როცა წარვდექი თქვენ წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო – საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხებელი იქნება. ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება. ემიგრაციაში, სადაც გავიზარდე, ეს მიზანი იყო ერთადერთი მამოძრავებელი.

საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის მანძილზე პოლიტიკური ემიგრაციის ბრძოლა ამ ერთ მიზანს ემსახურებოდა. მას არ ჰქონდა ბერკეტი, რათა დაემარცხებინა საბჭოთა ძალა, მაგრამ ჰქონდა სხვა ძალა – რწმენა თავისუფალი მომავლისა, ბრძოლა ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს იდეის გადარჩენისათვის და მისი ადგილის თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროს ერთეულად დამტკიცებისთვის. ვინც მაშინ ფიქრობდა, რომ ეს იმედი და რწმენა რეალობას აცდენილი იყო, თვითონვე აღმოჩნდა ისტორიის მიღმა. იგივე ელის მათ, ვინც დღესაც ვერ ხვდება, რომ მსოფლიო იცვლება და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ იმარჯვებს.

როგორც გუშინ საბჭოთა კავშირს, რუსეთსაც ელის, ახალ რეალობას გაუსწოროს თვალი. იგივე მიზანი მამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი. დღესაც არ ვნანობ და კიდევაც ვამაყობ მიღწეული შედეგით – რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან (ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია) და ჩვენი დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება, ზუსტადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე ემსახურებოდა მთავარ მიზანს – სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარებას.

ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი – ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ. იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ახლაც იმავეს ვიტყვი: მე არ შევცვლილვარ და მინდა, მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ. ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა