პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას

ნახვები: 657 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას

ჩინეთი იყენებს ვლადიმერ პუტინის სისუსტეს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენა რუსეთზე, რაც იწვევს ძალაუფლების ბალანსის შეცვლას ორ დიდი ხნის მოკავშირეს შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც, ფაქტობრივად, გააძლიერებს რუსეთის მხრიდან ანექსიას, არ არის სიცოცხლისუნარიანი გეგმა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბრიუსელისა და პეკინის ურთიერთობებს გართულებული უწოდა და პირდაპირ დაადანაშაულა პეკინი თავისუფალი ვაჭრობის წესრიგის დარღვევაში, მცირე ზომის ქვეყნების დაშინებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, მისი სამხედრო პოზიციის გაძლიერებაში და დეზინფორმაციისა და იძულების კამპანიების გააქტიურებაში მთელს მსოფლიოში.

„ჩინეთმა ახლა გვერდი აუარა რეფორმების, გახსნის ეპოქას და გადადის უსაფრთხოებისა და კონტროლის ახალ ეპოქაში. ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ აშკარა ბიძგს, რომ ჩინეთი ნაკლებად იყოს დამოკიდებული მსოფლიოზე და მსოფლიო უფრო მეტად იყოს დამოკიდებული ჩინეთზე. ჩინეთის კომუნისტური პარტიის აშკარა მიზანია საერთაშორისო წესრიგის სისტემური ცვლილება, რომლის ცენტრშიც ჩინეთია. ჩვენ ეს ვნახეთ ჩინეთის პოზიციებთან ერთად მრავალეროვნულ ორგანოებში, რაც აჩვენებს მის გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ ხედვას. მე მჯერა, რომ არც მიზანშეწონილია და არც ევროპის ინტერესებშია ჩინეთიდან განცალკევება. ჩვენი ურთიერთობები არ არის შავი ან თეთრი და არც ჩვენი პასუხი არ შეიძლება, იყოს ასეთი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება რისკის შემცირებაზე და არა – განშორებაზე, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა გაუწონასწორებელია და უფრო მეტად დაზარალებულია ჩინეთის სახელმწიფო კაპიტალისტური სისტემის მიერ შექმნილი პრობლემებით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა