ევროკავშირის საბჭომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა
ირაკლი კობახიძე - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის
სუს-ი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე - სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი და გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან
გივი თარგამაძე - ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის
„სუფთა გრუზინული მკვლელობა“ - უბედურება, რომელსაც ვერაფერმა უშველა
Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით: „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“

თაკო ჩარკვიანი - თამარ ჩარკვიანს კონსერვატორია აქვს დამთავრებული, ნიკა მელიას კი, სუს-ის სკოლა, იქ მუშაობდა, სახლებიდან რომ გამოჰყავთ ხალხი

29.03.2023 ნახვები: 769

ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კი, კონსერვატორია, ნიკა მელია არის მაგ სტრუქტურებიდან, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მუშაობდა სააღსრულებლო ბიუროში, რომ შედიან და სახლებიდან ხალხი გამოჰყავთ, იქ მუშაობდა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, „ოლიგარქიულ სქემაში ჩაფლულმა ნიკანორ მელიამ, რომელმაც როდესაც მისი ლიდერი ციხეში კვდებოდა,  გააჩერა პარტია“.

„ალბათ, საკუთარ თავზე საუბრობს ნიკანორ მელია. ოლიგარქიულ სქემაში ჩაფლულმა ნიკანორ მელიამ, რომელმაც როდესაც მისი ლიდერი ციხეში კვდებოდა,  გააჩერა პარტია. ზუსტად იმ სქემის ნაწილია. კითხვებს რომ ვსვამდით, რატომ გააჩერა ამხელა „ნაციონალური მოძრაობა“. ვერავინ შემეწინააღმდეგება, რომ სტაგნაციური იყო მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. იგივე ხატია დეკანოიძე გუშინწინ წავიდა, რაღაც პრეტენზიები განაცხადა. გუშინწინ შეიტყო, რომ ვანო მერაბიშვილი იყო იმ პარტიის დამფუძნებელი, რომელშიც თვითონ იყო ფრაქციის ხელმძღვანელი? ხალხო, ასეთ ტყუილებს მე არ ვიტან და არც კი მგონია, რომ ვინმე იტანდეს საქართველოში. ასე რომ, ეს განცხადებები თავისთვის შეინახონ ორივემ, განსაკუთრებით, ნიკას ეხება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მან ნიკა გილაურთან დაკავშირებული ინფორმაცია იმ მიზეზით გაავრცელა, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს.

„ჩვენი ინფორმაციით, გილაური აკეთებს პარტიას, მაგრამ რამდენად გილაურის პარტიაა, ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ეშმაკური, ცბიერი და გონივრული სქემა ჰქონდა მოფიქრებული ივანიშვილს. ყველა ფიქრობს ახლა გადარჩენაზე, ისიც. მომიტევეთ, ის ხუთი იდიოტი სახალხო, რომ დაირქვეს, ვერ მიხვდნენ, რომ პირველი, ვისაც გაწირავდა ივანიშვილი, ისინი იქნებოდნენ. ამან ახლა კიდევ თუ ფეიკპარტია უნდა გაგვიკეთოს, ისედაც მარწყვის საკრეფად გვიშვებს, მთელი საქართველო წავალთ. ცხადია, ასე ხდება, რადგან შეუძლებელია, ჩვენ ინფანტილურები და სულელები ვიყოთ, ვიფიქროთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყოფილ ნაცპრემიერს პასუხი არაფერზე ჰკითხა, კითხვა არ დაუსვა და პირდაპირ 240 მილიონი აჩუქა, ხოდა, ამ 240 მილიონს რომ გჩუქნის, იმიტომ ხარ ვალდებული მის წინაშე, რომ პარტია გააკეთო. მე იმიტომ გამომაქვს ეს ინფორმაცია, რომ ხალხმა იცოდეს, რადგან როცა შენ ამხელა ინფორმაცია გაქვს და არ აწვდი საზოგადოებას, ისეთი გაბინძურებული ხარ, როგორც იმ სქემის ავტორები არიან. თუ ივანიშვილს მაშინ ქველმოქმედ ივანიშვილად ვიცნობდით, მეც ისეთივე ერთ-ერთი რიგითი ვიყავი, როგორიც სხვა ქართველი, რადგან მე არც მისი პარტიის წევრი ვყოფილვარ და მით უფრო არც გუნდის წევრი. რიგითი ქართველი ვიყავი, რომელმაც ცვლილებას დავუჭირე მხარი. ძალიან დიდი შეცდომების ფონზე მოვიდა ივანიშვილი, ეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაავიწყდეს. ხალხმა ვიფიქრეთ, რომ ცვლილება და უკეთესობა იქნება. ამ კაცმა შემოგვთავაზა ყველაფერი უარესი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა 28 მარტს განაცხადა, რომ „ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა