თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის ნაწილმა 12 რეკომენდაციაზე მუშაობას საბოტაჟი გამოუცხადა, რაც ვერ გათეთრდება - მობრძანდნენ და მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ

ნახვები: 627 ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის ნაწილმა 12 რეკომენდაციაზე მუშაობას საბოტაჟი გამოუცხადა, რაც ვერ გათეთრდება - მობრძანდნენ და მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესს საბოტაჟი გამოუცხადა, რაც ვერ გათეთრდება - ახლა რაც არ უნდა ისაუბრონ, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გამოცხადებული საბოტაჟი უკან ვერ იქნება წაღებული, ეს ვერ გამართლდება და პოლიტიკურად შეფასდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიციამ რუსული საქმე გააკეთა, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ ჩაერთო და პროცესს საბოტაჟი გამოუცადა.

ამასთან, მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" სადმე რაიმე ფორმატში მონაწილეობას მიიღებს, კარი დახურული არავისთვის იქნება.

"მობრძანდნენ და მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. ეს ორი პარტია რადიკალიზაციას ეწევა და სამწუხაროდ, დაკავებული არიან ექსტრემისტული ქმედებებით. მათი ინტერესი არ არის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათ პოლარიზაციისთვის სივრცეს 12-პუნქტიანი გეგმა უტოვებს. ყოველ ჯერზე სპეკულაციებით არიან გამორჩეული. როცა ეს საკითხი ამოიწურება, დამერწმუნეთ, ამ ექსტრემისტულ პოლიტიკურ ჯგუფებს სასიცოცხლოდ სალაპარაკო თემა არ ექნებათ. ამიტომ არიან ჩაჭიდებული 12-პუნქტიან გეგმას, რათა როგორღაც ამით ისარგებლონ, სპეკულაციები განავითარონ და აღქმები გააღვივონ, თითქოს რაღაც არ სრულდება. ორიენტირებული არიან, რომ პროცესი გაიწელოს და გადავადდეს, რათა თვითაქტუალიზაციას მიეცნენ და რაღაც სალაპარაკო ჰქონდეთ - ისინი საკითხს სახელმწიფოებრივად არ უდგებიან", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა