საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ია მეტრეველი - გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავს დახვრეტილი სააკაშვილს, ვითომ უფლებების დამცველს და მისთვის ჯილდოს გადაცემა არის ჩვენი შეურაცხყოფა

28.03.2023 ნახვები: 745

მინდა, მივმართო ნოვერგიის საელჩოს, თუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამოვიდეს ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა, გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი სააკაშვილის, ვითომ უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

როგორც ია მეტრეველმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა, სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა, არის შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც სააკაშვილმა გაანადგურა.

„დღეს ბედავენ კიდევ და რეჟიმს ეძახიან დღევანდელ ლოიალურ ხელისუფლებას.  ყველამ უნდა აგოს პასუხი იმის გამო, რაც აქვთ ჩადენილი. აუტანელი და გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, წინ ვეღარ მიდის, რადგან ბოროტი ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაქცევად და ყველაფერს აკეთებს, როგორ შეუშალოს ხელი ქვეყანას, რომ წინ არ წავიდეს. პირდაპირ ომი უნდათ, რომ დაიწყოს ქვეყანაში, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ როგორმე მეორე ფრონტი გახსნან აქ და წარმოიდგინეთ, რა გველის. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს აღარ და ვეღარ გაბედონ.

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, ეს არის საზოგადოებისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, მინდა, მივმართო საელჩოს, თუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამოვიდეს ნორვეგიის ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა. ვინც ეს სიგელი გადასცა სააკაშვილს ვითომ ადამიანების უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია. გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი. როგორც შეიძლება, დაგვავიწყდეს იური ვაზაგაშილი, მამა დააკლეს შვილის საფლავზე, ამაზე დიდი საშინელება ვის შეიძლებოდა, გაეკეთებინა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს.

მივმართავ საელჩოს, გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაშია საქმე. ეს არის შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც გაგვანადგურა სააკაშვილმა და საუბედუროდ ნახევარ საქართველოზე მეტია ამ დღეში. ვფიქრობ, ეს იყო ლობისტების და დედამისის მიერ დაფინანსებული, რომელიც ჩაბრძანდა იქ და დიდი ამბით მიიღო ეს სიგელი. მომაკვდავი შვილის დედას ნამდვილად არ ჰგავს, ქალი ჭკუაზე არ არის თავისი პრანჭვა-გრეხვით, დავიღალეთ ამ ყველაფრის ყურებით. დღეს კიდევ ამდენი თანხები რომ აქვთ და ლობისტებს ფულებს უხდიან, ჩამოერთვათ ის ქონებები, რაც წაართვეს ჩვენ ხალხს. ფუფუნებაში რომ ბრძანდება საავადმყოფოში, გადაბრძანდეს ციხეში მით უმეტეს რომ ციხე აღარ არის ისეთი, როგორიც მას ჰქონდა. აღარ არის ჯოჯოხეთური ციხე, სადაც წამებით კლავდნენ ხალხს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა