პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

გიული ალასანია - ჩემი დაკვირვებით, (სააკაშვილი) წონაში უფრო დაკლებულია

ნახვები: 663 გიული ალასანია - ჩემი დაკვირვებით, (სააკაშვილი) წონაში უფრო დაკლებულია

ჩემი დაკვირვებით, წონაში კიდევ უფრო დაკლებულია, უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედის“ კლინიკასთან, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია. „ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან.

სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი დიდი ხანია, მზად არის, მაგრამ კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. რაც შეეხება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს, სააკაშვილი ჯერ არ უნახავთ“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა