გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის პროგრამით ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ისევ ნეოფაშისტური რეჟიმი რომ ყოფილიყო, ბევრი ადამიანი ვერ იმკურნალებდა

27.03.2023 ნახვები: 585

ჯანდაცვის სექტორი 10 წელიწადში ძალიან განვითარდა, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, 2012 წლამდე ჩვენი მოქალაქე პრაქტიკულად მიტოვებული იყო, რომ ყოფილიყო ისევ მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი, ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა მკურნალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია მოქალაქეებზე ზრუნვა.

„2012 წლამდე პრაქტიკულად მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე, რომ იტყვიან, ბედის ანაბარად იყო მიტოვებული. არავითარი მხარდაჭერა, მხოლოდ 70 მლნ ლარი, არის მიზერი 4 მლნ მოქალაქისთვის. ასევე, რაც მთავარია, გახსოვთ, რომ ათასობით ადამიანს უწევდა ბინების გაყიდვა, სახლების ბანკში ჩადება, სესხების აღება, რათა საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, საკუთარი თავისთვის ემკურნალა. ახლა ეს ყველაფერი არის მოხსნილი. ჩვენმა ხალხმა 6 მლრდ 300 მლნ ლარი დაზოგა. ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს. მთელი ეს თანხა წავიდა 6 მლრდ 800 მლნ და 200 მლნ – სახელმწიფო კლინიკებში. ამით რა თქმა უნდა, ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი. ძალიან განვითარდა 10 წელიწადში. ეს არის ჩვენი ხელწერა. ანუ რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს, არის როგორც დღე და ღამე.

მანამდე, გახსოვთ, რომ სახელმწიფო რეალურად მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებებს მართებდა და ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ჰყავდა აბსოლუტურად ბედის ანაბარა. ჩვენ ეს მიდგომა, ყველაფერი შევცვალეთ და სახეზე გაქვთ ძალიან მაგარი შედეგი. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის შედეგი, რითაც ათი ათასობით ადამიანი გადარჩა. რომ ყოფილიყო ისევ მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას. ათასობით სიცოცხლე გადავრჩინეთ, ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა