მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს

ნახვები: 473 „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს

„ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს, - ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

„ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა", ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში.

ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობა" ხელს ვაწერთ შეთანმხებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების" ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არდისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მიის თქმით, ბოლო დღეების მოვლენები, ევროკავშირის დახმარებაზე უარი, ყველაფერს თავის სახელს არქმევს.

„შესაძლოა, არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთანხმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს, არც მე და არც ჩემს მეგობრებს და რატომ არ მოგვწონდა?! რადგან არ გვჯეროდა და ბუნებრივია, როცა არ გჯერა, ვერ მოიწონებ იმას, რისიც არ გჯერა. არ გვჯეროდა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებდა. არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრ რამეში აღმოვჩნდით, იმის ჩათვლით, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემად და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩახშობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი, მაგრამ ახლა, ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით.

ბოლო დღეების მოვლენები ევროკავშირის დახმარებაზე უარი, ყველაფერს თავის სახელს არქმევს, თუ არ არქმევს ძვირფასო მეგობრებო. რა თქმა უნდა არქმევს. მე მინდა აგიხსნათ, რომ 300 მილიონ ლარზე, ანუ იმ 75 მილიონ ევროზე მნიშვნელოვანი, ამის უკან დგას ჩამალული პოლიტიკური განაცხადი. საერთოდ არაფერ შუაშია საგარეო ვალზე შეთხზული ტყუილები. საერთოდ არაფერ შუაშია, რაც ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს. აქ მთავარი პოლიტიკური განაცხადია და რა არის „ქართული ოცნების" ეს მთავარი პოლიტიკური განაცხადი - არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინაა, ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო. ეს არის მათი მთავარი პოლიტიკური განაცხადი. ესაა ღია განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე. სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულება გახდა ბიძგი, რამაც მეც და ჩემი მეგობრებიც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებების მიუხედავად, რის გამოც აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი, სახელმწიფოებრივი რისკების შემდეგ მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ, დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა" ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა