მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია

ნახვები: 398 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია

ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია. შეხვედრის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური არხების მეშვეობით „პირდაპირ შევატყობინე, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი მსურს”.

გამოცემის თქმით, ზელენსკიმ პეკინს უკრაინული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისთვის შუამავლობისა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის თხოვნით მიმართა. ამავდროულად, ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოხატა ჩინეთის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ ადგილზე “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა” უნდა იყოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა