4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი ღარიბაშვილი - რომელი პატრიოტი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა ურთულესი გამოწვევა შეიქმნა რეგიონში

ნახვები: 508 ირაკლი ღარიბაშვილი - რომელი პატრიოტი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა ურთულესი გამოწვევა შეიქმნა რეგიონში

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს გეგმაც გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს, – ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„მეორე მცდელობა ე.წ. თვითმფრინავების საქმე მინდა, შეგახსენოთ ყველას. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ოფიციალური ნებართვა, რომ მიეღო ჩარტერული თვითმფრინავები უკრაინიდან, რომლებიც წაიყვანდნენ შემდგომ უკვე მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და გახსოვთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ სოლიდარობა, მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი იმისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამით საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი პირდაპირ იყო ჩართული უკრაინის ომში, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა.

„ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომში და კონფლიქტში რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო მხოლოდ ერთი – რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ ამის შემდეგ დაიწყეს ე.წ. მე-5 კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება. დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ? ეს გეგმაც გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა