მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

კელი დეგნანი - ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია

ნახვები: 422 კელი დეგნანი - ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია

ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორმაგ გადამოწმებას მიმართავენ, რათა ანგარიშში შესული ინფორმაციის სანდოობა იყოს უზრუნველყოფილი.

„აშშ ათეულობით წლის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომელიც ეხება არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს, არამედ საკითხებს და რომლებიც სანდო წყაროების მთელ სპექტრს ეფუძნება.

ჩვენ ორმაგ გადამოწმებას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ანგარიშში შესული ინფორმაცია არის სანდო და უტყუარი. ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ადამიანებს, დაუბრუნდნენ და წაიკითხონ წინა ანგარიშები, რადგან ისინი ქრონოლოგიურად წარმოადგენენ როგორც იმ სფეროებს, სადაც საჭიროა გაუმჯობესება, ასევე იმათ, სადაც მიღწეულია რეალური პროგრესი.

საქართველოში, თუ სადმე სხვაგან ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები. ვიმედოვნებთ, ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში განხილული იქნება, როგორც სასარგებლო რესურსი ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა