მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა

ნახვები: 469 სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტრანსპორტირება უზრუნველყვეს უკრაინელმა მფრინავებმა სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და უკრაინელი პერსონალის დახმარებით.

„სლოვაკეთი სწორ მხარეზეა და ამ ჟესტით, ჩვენ, როგორც ქვეყანა, დიდი ასოებით შევედით თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომელიც საუბრობს დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე“, – განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა.

სლოვაკეთი დანარჩენ თვითმფრინავებს უკრაინას უახლოეს კვირებში გადასცემს. საერთო ჯამში, სლოვაკეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების 13 ავიაგამანადგურებელს მიაწვდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა