მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, ბოიკოტის თემა ვფიქრობ, რომ ახლა არის უადგილო - ხატია დეკანოიძე

ნახვები: 449 არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, ბოიკოტის თემა ვფიქრობ, რომ ახლა არის უადგილო - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია - გამონაკლისი მხოლოდ ხატია დეკანოიძეა, რომელიც ბოიკოტს შექმნილ ვითარებაში არაადეკვატურად მიიჩნევს. 

"არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, ეს არ არის ახალი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ ჩემმა კოლეგებმაც და მეგობრებმაც იციან ამის შესახებ, რომ ბოიკოტის თემა მე ვფიქრობ, რომ ახლა არის უადგილო, იმიტომ რომ ჩვენ მათ უნდა ვაჩვენოთ ის მორალური სიმძიმე, რომელიც მათ აქვთ. ასევე, მნიშვნელოვანია 12 პუნქტთან მიმართებაში,“ - ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი  ხატია დეკანოიძე.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ოპოზიციის უმეტესი ნაწილი. მათი განმარტებით, ბოიკოტი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას კიდევ უფრო დააზიანებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, რომელიც ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულებისთვის აუცილებელია, რომ მუშაობა იყოს ყველა მხრივ და ფართო ჩართულობით.

"სრული პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე სტატუსი მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი ამას ხელს არ უწყობს და არც საზოგადოებისთვის არის გასაგები, რატომ არ მუშაობს ოპოზიცია 12 პუნქტზე, როდესაც ეს ჩვენი ვალდებულებაა," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტია მნიშვნელოვან განხილვებში არც მანამდე მონაწილეობდა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ 9 რეკომენდაცია, რომელიც საკანონმდებლო სახით იქნა უკვე კანონად მიღებული, მათი ჩართულობის გარეშე მიიღეს. 

"ნაციონალური მოძრაობის ჩართულობა არანაირად აქტუალური და საინტერესო არ არის, სამწუხაროდ. იმიტომ რომ წინა სხვა 9 რეკომენდაცია, რომელიც საკანონმდებლო სახით იქნა უკვე კანონად მიღებული, მათი ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული და შეგახსენებთ, რომ ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხები იქნა გადაწყვეტილი,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა