მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

რომან გოცირიძე - პარლამენტში თუ ხარ, უნდა იყო ყველგან, იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით, ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე, გამჭოლმა ქარმა გაციება იცის

ნახვები: 418 რომან გოცირიძე - პარლამენტში თუ ხარ, უნდა იყო ყველგან, იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით, ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე, გამჭოლმა ქარმა გაციება იცის

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბოიკოტისტობა რა ნიშნავს, კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოს მათი შეცდომები. არიან ნახევრადბოიკოტისტებიც – „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ”? დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია. სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა – მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.

ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება? ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, – წერს რომან გოცირიძე.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა