ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

თეთრი სახლი - ჩინეთს უკრაინის ომში მიუკერძოებელი პოზიცია არ უჭირავს

ნახვები: 602 თეთრი სახლი - ჩინეთს უკრაინის ომში მიუკერძოებელი პოზიცია არ უჭირავს

თეთრი სახლი არ ეთანხმება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს.

„არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

ცნობისათვის, გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა