თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება, რომელიც ხალხის აზრს აღარ წარმოადგენს, განწირულია დაშლისთვის, დაქუცმაცებისთვის, დასასრულისთვის

ნახვები: 628 გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება, რომელიც ხალხის აზრს აღარ წარმოადგენს, განწირულია დაშლისთვის, დაქუცმაცებისთვის, დასასრულისთვის

რუსული ოცნება აღარ წარმოადგენს ქართველი ხალხის აზრს ქვეყანაში და ხელისუფლება, რომელიც ხალხის აზრს აღარ წარმოადგენს, ის ხელისუფლება განწირულია დაშლისთვის, დაქუცმაცებისთვის და დასასრულისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ადამიანებს კონკრეტული ფაქტებით აიძულებენ, რომ ე.წ. უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ.

„ქართული ოცნების" სიმყარის მითი არის დამსხვრეული და იმის შემდეგ, რაც რუსულმა ოცნებამ იკადრა, ფაქტობრივად სრულად ლუსტრირება მოახდინა და აღიარა, რომ არავითარი სურვილი და მიზანი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს კეთილისმსურველებთან თანამშრომლობის არ გააჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსული ოცნება აღარ წარმოადგენს ქართველი ხალხის აზრს ქვეყანაში და ხელისუფლება, რომელიც ხალხის აზრს აღარ წარმოადგენს, ის ხელისუფლება განწირულია დაშლისთვის, დაქუცმაცებისთვის და დასასრულისთვის. ის მოვლენები რაც ვითარდება და თუნდაც გუშინდელი შეკრება ლიკანში დარწმუნებული ვარ ემსახურებოდა იმას, თუ როგორ გადაირჩინოს თავი უმრავლესობამ, თუმცა ამ ყველაფრის მთავარი იარაღი ქართველი ხალხის ხელშია. უმრავლესობა ფაქტობრივად აღარ არსებობს, არსებობს დაძალებით ადამიანების იქ (უმრავლესობაში) ყოფნა. კონკრეტული ფაქტებით აიძულებენ, რომ იყვნენ ე.წ. უმრავლესობის წარმომადგენლები“, - აცხადებს ბოტკოველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა