პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

ნახვები: 655 დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა.

შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება.

დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.

დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ.

გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან “გაჟონილი ინფორმაცია” იმაზე მიუთითებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეული კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სამშაბათს იქნება დაკავებული.

ტრამპმა თავის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა