Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran
იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD-მ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა — მერცის CDU მხარის პარლამენტში ვერ მოხვდა
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე, ადვოკატის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს

რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა

ნახვები: 724 რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა

რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი წერს.

კუბრაკოვმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეთანხმების დაცვისთვის.

მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო ბაზარზე 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, მანამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ თანახმაა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, ოღონდ მხოლოდ 60 დღით. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა