ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ნახვები: 481 პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, აშშ საელჩოს საკონსულოს და უსაფრთხოების ოფისთან თანამშრომლობით, გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ თითქოსდა იყო საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, დაზარალებულს ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზებით უზრუნველყოფას და გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა.

„ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, რომ გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა გაცვლითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, წლის განმავლობაში, შერჩეულ 5-6 ოჯახს ამერიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ აგზავნიდნენ. მისი განმარტებით, გამგზავრებული ოჯახი სარგებლობდა პოლიტიკური სტატუსით, ბინადრობის და მუშაობის უფლებით. აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებული მოტყუებით დაზარალებულის კუთვნილ 10 450 აშშ დოლარს დაეუფლა.

დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მოგმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა