მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ხათუნა სამნიძე - შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე ისაუბროს „ქართულმა ოცნებამ“, როცა თავს ესხმის ოპოზიციას, უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო კლუბებს, ახალგაზრდებს, ვინც იდგა ქუჩაში

ნახვები: 421 ხათუნა სამნიძე - შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე ისაუბროს „ქართულმა ოცნებამ“, როცა თავს ესხმის ოპოზიციას, უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო კლუბებს, ახალგაზრდებს, ვინც იდგა ქუჩაში

შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე ისაუბროს „ქართულმა ოცნებამ", როცა თავს ესხმის ოპოზიციას, უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო კლუბებს, ახალგაზრდებს, ვინც იდგა ქუჩაში და აპროტესტებდა რუსულ კანონს - ვინც უპირისპირდება პროგრესს და ახალგაზრდობას, რჩება ყოველთვის მარტო, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ 12 პუნქტიდან ორი საკითხის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა და დეპოლარიზაცია ოპოზიციის გარეშე რთულია გადაწყდეს.

სამნიძის თქმით, სწორედ "ქართული ოცნებაა" ვინც აფერხებს 12 პუნქტის, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციამ არაერთხელ მოითხოვა "ქართული ოცნებისგან" პოზიციის დაფიქსირება, შეხვედრა და შეთანხმება კანდიდატებზე. ეს არ მომხდარა და სწორედ "ქართული ოცნებაა" ვინც აფერხებს 5 ვაკანტური ადგილის შევსებას იმ კანდიდატებით, რომლებიც არსებობენ. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, შეუძლებელია ამაზე ისაუბროს "ქართულმა ოცნებამ", როცა თავს ესხმის ოპოზიციას უსაფუძვლო ბრალდებებით, როცა თავს ესხმის ახალგაზრდებს, ვინც იდგა ქუჩაში და აპროტესტებდა რუსულ კანონს, თავს ესხმის უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო კლუბებს და ცენტრებს. ეს აღვივებს პოლარიზაციას, ზიზღს და ასეთი ტიპის თავდასხმები მათ შორის, დასავლელ პარტნიორებზე საერთოდ არ უწყობს ხელს, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი,"- განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდებზე და უნივერსიტეტებზე თავდასხმა ხელისუფლების შურისძიების სურვილზე მიუთითებს, თუმცა, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ის, ვინც ახალგაზრდებს და პროგრესს უპირისპირდება, მარტო რჩება.

"სტუდენტები არიან თავისუფალი ადამიანები და ეს დაადასტურა გასული კვირის აქციებმა, თვითორგანიზებით, უდიდესი ენერგიით და ოპტიმიზმით ისინი არ იხევდნენ უკან და უკომპრომისო ბრძოლა ჰქონდათ გამოცხადებული, როცა ხელისუფლება ცდილობდა ქვეყანა რუსეთისკენ შეეტრიალებინა. ამის შემდეგ ხელისუფლებას აქვს სურვილი შურისძიების, დაშინების და მუქარის ახალგაზრდებზე და ბუნებრივია, ამის მაგალითია უნივერსიტეტებზე თავდასხმა. მინდა შევახსენო მათ, რომ ასეთი ტიპის მუქარები და თავდასხმები კონტრპროდუქტიულია და ვინც უპირისპირდება პროგრესს და თავისუფლებას, ახალგაზრდობას, რჩება ყოველთვის მარტო,"- განაცხადა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა