სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან მძიმეა - მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს

ნახვები: 511 ვოლოდიმირ ზელენსკი - აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან მძიმეა - მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა ძალიან მძიმე და მტკივნეული სიტუაციაა, მაგრამ იქ წყდება ქვეყნის მომავალი.

„აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან მძიმეა, ძალიან მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. ბელოგოროვკა და მარინკა, ავდიივკა და ბახმუტი, ვუჰლედარი და კამენკა - და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება ჩვენი მომავალი. სადაც ჩვენი მომავალი იბრძვის - ყველა უკრაინელი“, - ანიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 13 მარტს, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ბახმუტის ირგვლივ ვითარება რთულია - ოკუპანტები არ ტოვებენ თავდაცვითი ხაზის გარღვევისა და ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილების მცდელობებს, მაგრამ მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა