ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

„ლელო" ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების ინიციატივით გამოდის

ნახვები: 526 „ლელო" ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების ინიციატივით გამოდის

„ლელო" გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება მოხდეს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლელოს“ აღნიშნავს, რომ საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება" შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ლელო“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპარლამენტო/პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან კონსულტაციებს გამართავს.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„ ქართული ოცნების მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ხელოვნურად შექმნილმა დაბრკოლებებმა, ჩვენი ქვეყნის პარტნიორების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ცალსახად გაცხადდა, რომ ევროკავშირს სანდო პარტნიორი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ჰყავს. ამავე დროს, ევროკავშირის დღის წესრიგია, რომ საქართველომ წარმატებით გაატაროს ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი ელოდება და ამით გზა გაეხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამ პროცესში ევროკავშირის მთავარი პარტნიორები უნდა გახდნენ ის ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც რეალურად მუშაობენ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოსული წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, „ლელო" გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება. მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ქართული სამოქალაქო სექტორის , არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საპარლამენტო/პროევროპული პოლიტიკური ოპოზიციის წევრები. მიგვაჩნია, რომ საჭიროა ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

საბჭოს ამოცანა იქნება ოპერატიულ რეჟიმში გააკონტროლოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით აცნობოს საქართველოს მოქალაქეებს იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ევროკავშირში შეტანილი განაცხადის წარმატებას და აქტიურად იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე შიდა და გარე წნეხის კოორდინაციის გზით.

საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება" შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ლელო“ აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ამ საკითხზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საპარლამენტო/პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან.

ამოცანაა, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ძალისხმევით არ მივცეთ ქართულ ოცნებას უფლება, რომ ქვეყანას საბოლოოდ წაართვას ისტორიული შანსი-ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

თუმცა, ცხადია, რომ ეს ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცხადია რომ საზოგადოება მუდმივად იძულების წესით ვერ გააგრძელებს ურთიერთობას საკუთარ მთავრობასთან, რომელიც უნდა წარმართავდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამიტომ, ლელო-ს პოზიციაა, რომ საქართველოს ევროპული გზის რეალური და საბოლოო წარმატებისთვის საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და არჩევნების გზით "ქართული ოცნების" გასტუმრება ქვეყნის მართვის სადავეებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა