თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას და "ქართულ ოცნებას" 6 დეპუტატი?!

ნახვები: 628 დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას და "ქართულ ოცნებას" 6 დეპუტატი?!

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მძიმე კრიზისს გადის. საუბარია 6 დეპუტატზე, რომელთაც მმართველი პარტიის დატოვება სურთ.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატები, ფაქტობრივად, ტყვეობაში არიან და ამას ხელი თავად მოაწერეს, როცა სახელისუფლებო პარტიაში ჩაირიცხნენ. 

"ძალიან მძიმე პოლიტიკუზ კრიზისს გადის "ქართული ოცნება" მე ახლა სახელებსდა გვარებს არ დავასახელებ, თუმცა შიდა ინფორმაცია ნამდვილად არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არიან დეპუტატები, რომლებსაც წასვლა უნდათ "ქართული ოცნებიდან", გამიჯვნა სურთ ახლა. მე, უბრალოდ, ერთი რამის თქმა მინდა, ყველას აქვს შანის, ახლა ვინც არის "ქ1ართულ ოცნებაში", რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგან და არ ავიდნენ არ წავიდნენ იმაზე, რაზედაც რამდენიმე ადამიანი, ზუსტად ვიცი, რომ წავა. ჩვეულებრივ ტყვეობაში არიან, მაგრამ თვითონვე მოაწერეს ხელი ამ მსახურებას, დღეს რაც ნიშნავს "ქართული ოცნების" რიგებში ყოფნას",  - განაცხადა დოლიძემ. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას და "ქართულ ოცნებას" სავარაუდოდ 6 დეპუტატი დატოვებს. 

წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ კი ამ დეპუტატებს უთხრა, რომ თუ ისინი დატოვებენ "ქართულ ოცნებას" მაშინ საპარლამენტო უმრავლესობაც უნდა დატოვონ, რომ მათი ადგილები უმრავლესობის წევრებმა შეავსონ. 

"შაბათის ეთერმა" 6 დეპუტატიდან სამის ვინაობა დაადგინა და ესენი არიან: გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ელგუჯა გოცირიძე. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა