მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო უწყებები - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს

ნახვები: 472 ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო უწყებები - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის მომავალზე.

„საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - ნათქვამია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა