არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის კამპანია - „იაქტიურე შენზეა“

ნახვები: 668 ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის კამპანია - „იაქტიურე შენზეა“

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „განათლებისა და განვითარების სივრცის" ორგანიზებით, ჩატარდა კამპანია „იაქტიურე შენზეა". პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბათუმსა და თბილისში.

პროექტის ხელმძღვანელის ლიკა მერაბიშვილის თქმით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობა.

„განათლების და განვითარების სივრცის ორგანიზებით ჩატარდა, კამპანია „იაქტიურე შენზეა", რომლის მიზანიცაა, ახალაგზრდების პოლიტიკაში ჩართულობა. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ორი სემინარი თბილისსა და ბათუმში, რომლის მთავარი თემა იყო აქტივიზმის როლი და ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა. გარდა ამისა ჩატარდა 6 ლაივ ვიდეო „FACEBOOK"-ის საშუალებით, რომლის დროსაც დამსწრეები სვამდნენ კითხვებს და იღებდნენ შეკითხვებზე პასუხებს. სტუმრები იყვნენ, მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერები.",-განაცხადა CNews-თან საუბრის დროს პროექტის ხელმძღვანელმა და განათლების და განვითარების სივრცის დირექტორმა ლიკა მერაბიშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი განხორციელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და Polis 180-ის პროექტის „ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა პოლიტიკურ პროცესებში" ქვე-გრანტის ფარგლებში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა