ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

სალომე სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - აღმოსავლურ ორთაბრძოლებში არსებობს „აიკიდო“, რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, უფრო მარტივად დაენარცხება, თქვენ ახლა ამ მდგომარეობაში ხართ

ნახვები: 483 სალომე სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - აღმოსავლურ ორთაბრძოლებში არსებობს „აიკიდო“, რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, უფრო მარტივად დაენარცხება, თქვენ ახლა ამ მდგომარეობაში ხართ

ბატონო შალვა, როდესაც ამბობთ, რომ უყურებდით იმას, რაც გასულ დღეებში პარლამენტში ხდებოდა, შთაბეჭდილება მიჩნდება, ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს.

სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე სხვანაირად უნდა მოქცეულიყო. „პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის ამ განცხადებას უპასუხა შალვა პაპუაშვილმა: „ქალბატონო სალომე, თქვენ შეიძლება, საკუთარი თავი შაპიტოში გგონიათ“, – მიმართა პაპუაშვილმა სამადაშვილს, რაზეც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან არაფრის მტკიცებას აპირებს.

„თქვენთან არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. რასაც დღეს თქვენ აკეთებთ, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა. ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. უმრავლესობასა და უმცირესობაზე რომ საუბრობთ, როდესაც უმრავლესობის მხარდაჭერით სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში, თქვენ ხართ უმცირესობაში საზოგადოებაში. უმცირესობაში ხართ, რის გამოც ძალადობით გიწევთ ამ კანონის გათრევა პარლამენტში. თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი. არ ვიცი, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, მაგრამ არსებობს ასეთი, „აიკიდო“ ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ.  თქვენ ახლა ამ მდგომარეობაში, გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით მიწაზე ძალიან მწარედ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა