მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დავით ზალკალიანი - ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება

ნახვები: 448 დავით ზალკალიანი - ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება

ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუქის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ასეთ კრიტიკულ დროს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასაც აფასებენ.

„მსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის მიმართ. მათ მიერ გაწეული დროული დახმარების შედეგად, ჩვენ შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება. ასეთ კრიტიკულ დროს გამოხატული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ", - აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა