War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება

ნახვები: 431 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან.

„საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული მხარის თვითმფრინავით ბრუნდებიან. „16 ქართველი იყო დარჩენილი დღევანდელ დღემდე ქაბულში. დღეს, დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა მათი ლოკაციის ადგილიდან აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. შევეცდებით, რომ ეს ადამიანები დუბაიდან წამოვიყვანოთ თბილისში, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ მათ მოუწიოთ გზის გაგრძელება ლონდონში და იქიდან მოხდება მერე მათი ჩამოყვანა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა