4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ოლაფ შოლცი- გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მისიას გააფართოებს

ნახვები: 508 ოლაფ შოლცი- გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მისიას გააფართოებს

გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მისიას გააფართოებს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უფრო მეტ მეთვალყურეს გააგზავნის სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით.

ამასთან, როგორც ოლაფ შოლცმა ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეშფოთებულია რეგიონში დღეს არსებული სიტუაციის გამო. მისი თქმით, აუცილებელია „სიცოცხლისუნარიანი გამოსავლის“ პოვნა კონფლიქტის დასარეგულირებლად, რაც უნდა მოხდეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების დაცვის საფუძველზე.

პრესკონფერენციაზე შოლცმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აუცილებლობაზე.

„ცხადია, ჩვენ ვახდენთ ეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაცემების გაცნობა და კორელაციების აღწერა, არამედ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს სანქციებს გვერდს არ აუვლიან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და იმედი გვაქვს, ეს ჩვენი წესები დაცული იქნება“, – განაცხადა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა