ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

გიორგი ბურჯანაძე უმრავლესობას - ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს და არსებობას საფრთხეს უქმნის

ნახვები: 477 გიორგი ბურჯანაძე უმრავლესობას - ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს და არსებობას საფრთხეს უქმნის

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბურჯანაძის განცხადებამ, სადაც მან კანონპროექტებს რუსული უწოდა.

„ხალხის ძალის“ წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ ბურჯანაძეს მიმართა, კანონპროექტიდან დაუსახელოს ერთი წინადადება მაინც, რომელიც რუსული კანონთან თანხვედრაშია. პასუხად, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მთლიანი პროექტია რუსული.

„ნუ ტყუით, რუსულ კანონთან არაფერი კავშირი არ აქვს. ერთი საერთო წინადადება მითხარით ამ კანონმდებლობასა და რუსულს შორის. ახლავე ჩავასწორებ, მითხარით!“,- მიმართა ხუნდაძემ ბურჯანაძეს.

რაც შეეხება გიორგი ბურჯანაძის განცხადებას, მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

„არაერთხელ მოვსულვარ პარლამენტში და კრიტიკული პოზიცია დამიფიქსირებია კანონპროექტზე - მითქვამს, რომ რაღაც პრობლემურია, დასახვეწია, არაკონსტიტუციურია, მაგრამ დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად, მოსული ვარ და ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს. აღელვებული იმიტომ ვარ, რომ ამაზე დიდი საფრთხის შემცველი არაფერი მგონია არსებობდეს ამ ეტაპზე საქართველოში. ერთი შეხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თუ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ბორელი გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო - თუ გვეტყვიან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა