ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

სოზარ სუბარი - 2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა იმ არასამთავრობოთა რეესტრის შექმნას, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან

ნახვები: 480 სოზარ სუბარი - 2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა იმ არასამთავრობოთა რეესტრის შექმნას, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან

2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში ჩვენთან არის, ოთხი ავტორი ჰყავს ამ კვლევას, კვლევას ჰქვია „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“, ერთ-ერთი პუნქტია, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ამას ითხოვდა ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით 2016 წელს და საინტერესოა, რა შეიცვალა დღეს.

„პირველ მოდელს წავიკითხავ. პირველი – უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო იურიდიული პირები, ანუ არასამთავრობოები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან; მეორე – რეესტრში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება გრანტის გამცემს, ანუ დონორსა და გრანტის მიმღებს შორის უნდა შეიცავდეს: გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც გრანტის გამცემი/დონორი უყენებს გრანტის მიმღებს; მესამე – საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია; მეოთხე – საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად უნდა განისაზღვროს ამ მონაცემების და დოკუმენტაციის გამჭვირვალობა. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის; ბოლო პუნქტი – მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს, გადაამოწმოს რეესტრისთვის წარმოდგენილი მონაცემების სისწორე და ამ მიზნით კოორდინირებულად ითანამშრომლოს საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან. აი, ეს არის, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით ითხოვდა 2016 წელს და მართლა მაინტერესებს, რა შეიცვალა დღეს. ჩვენი კანონპროექტი სიტყვასიტყვით ასახავს ამას, უბრალოდ, გაცილებით ნაკლებ მოთხოვნებს აყენებს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც ასევე გვაქვს თარგმნილი და რომელიც გაცილებით მკაცრია“, – განაცხადა სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა