მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

დმიტრო კულება - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა, როდის წავა საქართველოში, ეს ნამდვილად იქნება პოლიტიკური მომენტის საკითხი

ნახვები: 472 დმიტრო კულება - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა, როდის წავა საქართველოში, ეს ნამდვილად იქნება პოლიტიკური მომენტის საკითხი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა.

კულებას თქმით, როდის წავა საქართველოში, ეს ნამდვილად პოლიტიკური მომენტის საკითხი იქნება, რადგან ელჩის ყოფნა-არყოფნა ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია.

„ჩვენი ურთიერთობის განვითარებაში ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ. ახლა შემიძლია ვთქვა: უკრაინელი ხალხისა და ქართველი ხალხის ურთიერთობა თუ რჩება უცვლელად ძმური და პოზიტიური, მაშინ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს მთავრობაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ და ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქმე დაასახელა.

„სააკაშვილის საქმიდან დაწყებული, რომელსაც უბრალოდ კლავენ – აუცილებელია, ყველაფერს დავარქვათ სახელი – და დამთავრებული, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, არის კითხვები, არის პრობლემები, მაგრამ მათთან კომუნიკაციის საკმარისი არხები გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობა და ვეცადოთ პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა