4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ვიქტორ ორბანი - ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე საჭიროა ათიათასჯერ დაფიქრება

ნახვები: 508 ვიქტორ ორბანი - ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე საჭიროა ათიათასჯერ დაფიქრება

ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე საჭიროა ათიათასჯერ დაფიქრება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტის წევრებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

როგორც ორბანმა განაცხადა, ნატო არის უსაფრთხოების გარანტია და უნგრეთისთვის ეროვნულ სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს, თუმცა მისი თქმით, ის არ არის განწყობილი ენთუზიაზმით ყველაფრის მიმართ, რაც ნატო-ში ხდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხი.

„ჩვენ ათიათასჯერ უნდა დავფიქრდეთ ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე, რათა უნგრეთი არ იქნას ჩათრეული ომში“, – აღნიშნა ორბანმა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს მოსაზრება არ ეხება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას.

შეგახსენებთ, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არიან. ალიანსში მათი წევრობის განაცხადი ნატო-ს ყველა წევრს აქვს რატიფიცირებული უნგრეთისა და თურქეთის გარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა