4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა

ნახვები: 507 პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განმარტება გააკეთა.

„ვინაიდან საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ხშირია სპეკულაციები, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, ეარის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი. ეს დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს, ორი კანონპროექტი კომიტეტებზე მოსმენის დროს თვალნათლივ შეადაროს და დარწმუნდეს, რაოდენ სჯობს ჩვენ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდათ უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან და შეთანხმდნენ, რომ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღებენ, შემდეგ ორივე მათგანი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას დასკვნისთვის, რომლის რეკომენდაციების შესაბამისად ან ერთ, ან მეორე ვარიანტს მიიღებენ.

ბიუროს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს მომავალი სასესიო კვირის სავარაუდო დღის წესრიგზე, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განსაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები, გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამნეტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა