მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

იენს სტოლტენბერგი - თავისუფლება თავისით არ მოდის, მისთვის ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ

ნახვები: 469 იენს სტოლტენბერგი - თავისუფლება თავისით არ მოდის, მისთვის ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ

თავისუფლება თავისით არ მოდის, მისთვის ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ. დღეს, უკრაინელები არიან ისინი, ვინც მამაცურად იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის და მათი გამბედაობა უთუოდ გაიმარჯვებს , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინელი ხალხის ნებისა და დასავლეთის ერთიანობის გატეხვა სურდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

“ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, აგრესიის უკანონო ომი, რომელიც საერთაშორისო წესების აშკარა დარღვევით მიმდინარეობს. მას სურდა, უკრაინელი ხალხის ნება გაეტეხა, მას სურდა, ჩვენი ერთიანობა გაეტეხა. პრეზიდენტმა პუტინმა მარცხი განიცადა: უკრაინა დგას, ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან. მიუხედავად ამისა, პუტინი უარს არ ამბობს თავის მიზნებზე.

მას სურს განსხვავებული ევროპა, სადაც რუსეთს შეუძლია უკარნახოს მეზობლებს, როგორ მოიქცნენ. ის არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება მეტი ომისთვის. ასე რომ, ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მათ სჭირდებათ გამარჯვებისთვის.

ზოგი წუხს, რომ უკრაინას მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ესკალაციის რისკს ქმნის. მაგრამ არ არსებობს რისკის გარეშე არჩევანი და ყველაზე დიდი რისკი გაჩნდება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, რადგან ეს იქნება გზავნილი მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისათვის, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ძალა, რათა მიიღონ ის, რაც სურთ. ეს მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის და ჩვენ - უფრო დაუცველებს. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ მორალურად მართალი საქმე. ეს ასევე ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებში შედის. სწორედ ამიტომ, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ და ევროკავშირთან ხელიხელჩაკიდებული მოქმედებენ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა