ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

სოზარ სუბარი: მსოფლიო თითქოს გადაიღალა უკრაინაში ომზე საუბრით, ახლა ჩვენს პროექტზე ლაპარაკობენ

ნახვები: 525 სოზარ სუბარი: მსოფლიო თითქოს გადაიღალა უკრაინაში ომზე საუბრით, ახლა ჩვენს პროექტზე ლაპარაკობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, რომელიც არის "ხალხის ძალის" ლიდერი, ამბობს, რომ მსოფლიო თითქოს გადაიღალა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრით და ახლა მარტო მათ მიერ ინიციცირებული კანონპროექტს განიხილავენ. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 23 თებერვალს მან თქვა, რომ ეს მათი რეკლამაა.

"უკვე ერთი წელია ლაპარაკობს: "უკრაინის ომი", "უკრაინის ომი", "რუსეთის აგრესია უკრაინაში", "რუსეთის აგრესია უკრაინაში', თითქოს დაიღალნენ, გადაიღალნენ. მანამდე იყო უამრავი სხვა თემა, ხან ჩინეთსა და ტაივანს შორის დაიძაბებოდა, ხან სადღაც და, გადაიღალნენ ამ თემებით.

ახლა დაწყებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერით, სენატორები, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროპელი ლიდერები, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობოები, მარტო ამაზე ლაპარაკობენ, კარგია რომ ასეთი აღიარება ხდება "ხალხის ძალის", ეს ჩვენი რეკლამაა", - თქვა სოზარ სუბარმა.

იმის მიუხედავად, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ, სუბარი ფიქრობს, რომ ეს იქნება შანსი მათთვის საკუთარი საქმე უკეთ წარმოაჩინონ. აქვე მან ისაუბრა, ღიად პრორუსულ მედიაორგანიზაცია "ალტ-ინფოზეც".

"ყველას და ყველაფერს ["ანლტ-ინფო"] ერთი კანონით ვერ მოჰფენ ნათელს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია: ვინც კარგ საქმეს ემსახურება, მათ მეტი საშუალება ექნება საზოგადოებას თავის სიკეთეებზე ელაპარაკოს, ხოლო ვისაც ბნელი გეგმები აქვს, მათ გეგმებს ნაწილობრივ მაინც მოჰფენს ნათელს.

თუ ვიღაცა ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა სახელმწიფოს წინააღმდეგ და წმინდა ჯაშუშური სქემით მუშაობს, იმათთვის ეს კანონი ვერ იმუშავებს, ამისთვის არსებობენ სპეცსამსახურები..." - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სოზარ სუბარმა ისაუბრა, დონორებისგან მიღებული დაფინანსების ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებაა. აქვე მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დროსაც კი ქვეყანას ემსახურებოდა.

"მე მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი საქართველოს და ძალიან მცირე ნაწილია აქედან და იმ ნაწილშიც ძალიან კარგ საქმეს ვემსახურებოდი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გრანტებთან დაკავშირებული... სწორედ იმიტომ, რომ ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორშიც და თან იმ პერიოდში, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, იმანაც ჩემ თვალ წინ ჩაიარა, როგორ იქნა გამოყენებული გარკვეული დაფინანსებები რევოლუციის მოსახდენად და შესამზადებლად, მაშინ, როცა ამ გრანტების მიზანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა..." - თქვა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა